დღეს, 29 ივნისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დასავლეთ კონფერენციის ფინალის მე-5 შეხვედრა გაიმართა.
"ფინიქს სანსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 116:102 დასრულდა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო დევინ ბუკერი გახლდათ, რომელმაც თავი 31 ქულით, 4 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
კრის პოლის ანგარიშზე 22 ქულა, 3 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.
რაც შეეხება "კლიპერსს", პოლ ჯორჯმა გუნდს 41 ქულა, 13 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა.
რეჯი ჯექსონმა 23 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.
ამრიგად, სერიაში ანგარიში 3:2 გახდა. შეგახსენებთ, თუ დღევანდელ შეხვედრას "ფინიქსი" მოიგებდა, დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონები გახდებოდნენ.
მომდევნო შეხვედრა 1-ელ ივლისს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.