დიდი ალბათობით, მამუკელაშვილს დრაფტზე ჯორდანის გუნდი აირჩევს

AutoSharing Option
"შარლოტის" ფანების გვერდ atthehive-ის ცნობით, 22 წლის სანდრო მამუკელაშვილს 2021 წლის ლატარიაში 57-ე ნომრად სწორედ მათი გუნდი აირჩევს.

"რთულია გაიგო, თუ ვის აირჩევენ გუნდები ე.წ. დრაფტის ბოლოს, თუმცა "ჰორნეტსის" ხელმძღვანელობა სანდრო მამუკელაშვილს ესაუბრა. "მამუ" 6.10 ფუტის სიმაღლისაა. ამასთან ერთად, კარგი სროლით, გადაცემითა და დრიბლინგით გამოირჩევა" - წერს atthehive-ი.

აღსანიშნავია, რომ "შარლოტ ჰორნეტსის" გენერალური მენეჯერი მაიკლ ჯორდანი გახლავთ.

ფანების გვერდი ასევე პირველი რაუნდის ჩამონათვალს გვთავაზობს. პირველ ნომრად "დეტროიტ პისტონსი" კეიდ კანინგემს აირჩევს, ივან მობლი "ჰიუსტონ როკეტსში" წავა, ხოლო ჯეილენ გრინი -
"კლივლენ კავალიერსში".


2021 წლის ლატარია 29 ივლისს გაიმართება.

მომზადებულია atthehive-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
Re: "მამუ 6.1 ფუტის სიმაღლისაა"
Wrong!!! He is 6 feet 10 inches (OR 208 cm)
ქ. გ.
08:57 06-07-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული