დღეს, 9 ივლისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სუპერფინალური ეტაპის მეორე შეხვედრა გაიმართა. "ფინიქს სანსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და 10-ქულიანი უპირატესობით, 118:108 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო დევინ ბუკერი გახლდათ, რომელმაც გუნდს 31 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
კრის პოლის ანგარიშზე 23 ქულა, 4 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.
რაც შეეხება "მილუოკის", იანის ანტეტოკუნმპომ თავი 42 ქულით, 12 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.
ჯრუ ჰოლიდეიმ 17 ქულა, 5 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.
ამრიგად, "ფინიქსი" სერიაში 2:0 დაწინაურდა. მომდევნო ორი შეხვედრა 12 და 15 ივლისს "ბაქსის" მოედანზეა ჩანიშნული.