იანისის 42 ქულა "ფინიქსის" დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 9 ივლისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სუპერფინალური ეტაპის მეორე შეხვედრა გაიმართა. "ფინიქს სანსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და 10-ქულიანი უპირატესობით, 118:108 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო დევინ ბუკერი გახლდათ, რომელმაც გუნდს 31 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

კრის პოლის ანგარიშზე 23 ქულა, 4 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გახლდათ.

რაც შეეხება "მილუოკის", იანის ანტეტოკუნმპომ თავი 42 ქულით, 12 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.

ჯრუ ჰოლიდეიმ 17 ქულა, 5 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა,
2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.

ამრიგად, "ფინიქსი" სერიაში 2:0 დაწინაურდა. მომდევნო ორი შეხვედრა 12 და 15 ივლისს "ბაქსის" მოედანზეა ჩანიშნული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული