დიდი სანახაობა მილუოკში - "ბაქსმა" ანგარიში შეამცირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 12 ივლისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სუპერფინალის მე-3 შეხვედრა გაიმართა. "მილუოკი ბაქსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა და 20-ქულიანი უპირატესობით, 120:100 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ, რომელმაც თავი 41 ქულით, 13 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

რაც შეეხება "ფინიქსს", კრის პოლმა საკუთარ გუნდს 19 ქულა, 9 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

მიუხედავად მარცხისა, "სანსი" სერიას 2:1 იგებს. მომდევნო შეხვედრა 15 ივლისს, თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული