"მილუოკი" ჩემპიონია - ზღვა ემოცია "ბაქსის" მოედანზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 21 ივლისს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 2020/21 წლების სეზონი დასრულდა.

სუპერფინალის მე-6 შეხვედრაში "მილუოკი ბაქსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა, 7-ქულიანი უპირატესობით, 105:98 დაამარცხა და სერიაც 4:2 დახურა.

მასპინძელთა რიგებიდან იანის ანტეტოკუნმპომ დიდებული შეხვედრა ჩაატარა. ბერძნის ანგარიშზე 50 ქულა (16/25), 14 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 5 დაფარება გახლდათ.

იანისს მხარი კრის მიდლტონმა აუბა, რომელმაც თავი 17 ქულით (6/13), 5 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემითა და 4 ჩაჭრით გამოიჩინა.

უნდა აღინიშნოს ჯრუ ჰოლიდეის თამაშიც, რომელმაც გუნდს 12 ქულა (4/19), 9 მოხსნა, 11 შედეგიანი
გადაცემა და 4 ჩაჭრა შესძინა.

"სანსის" რიგებიდან საუკეთესო კრის პოლი გახლდათ, რომელმაც 26 ქულა (11/19), 2 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

არადამაჯერებელი გახლდათ დევინ ბუკერი. ახალგაზრდა ვარსკვლავის ანგარიშზე 19 ქულა (8/22), 3 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

ფინალის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ანტეტოკუნმპოს გადაეცა - 35.2 ქულა, 13.2 მოხსნა, 5.0 შედეგიანი გადაცემა, 1.2 ჩაჭრა, 1.8 დაფარება, 61.8% თამაშიდან სიზუსტე.

"მილუოკის" საჩემპიონო გზა შემდეგნაირი გახლდათ - რეგულარული სეზონი "ირმებმა" აღმოსავლეთ კონფერენციაში 46 მოგებითა და 26 მარცხით მე-3 ადგილზე დაასრულა.

Sportall.Ge

პლეი-ოფის პირველ რაუნდში "მაიამი ჰიტს" მარტივად, 4:0 სძლიეს, შემდეგ "ბრუკლინ ნეტსს" შეხვდნენ, სადაც 4:3 იმარჯვეს; მე-7 თამაში კი ნამდვილი მშვენება გახლდათ, კონფერენციის ფინალში "ატლანტა ჰოუქსი" 4:2 დაამარცხეს და სუპერფინალში გავიდნენ, სადაც ამავე ანგარიშით "ფინიქს სანსის" ბარიერი გაიარეს და 50-წლიანი პაუზის შემდეგ ისტორიაში მეორე ჩემპიონობა იზეიმეს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
იანისი არასოდეს გამოირჩეოდა ჯარიმების ზუსტი სროლით,მაგრამ აქ,17 ჩააგდო,19 სროლიდან და ის მეორე აცდენაც,სულ ბოლო საჯარიმო სროლა იყო,დამთავრებამდე წამებით ადრე,როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.პირველი ტაიმი ფინიქსმა მოიგო,მაგრამ მეორე ტაიმის პირველ წუთებში,ყველა 14 ქულა,იანისმა ჩააგდო და მილუოკი დააწინაურა.ფსიქოლოგიურადაც,მატჩის ბედი იქ გადაწყდა.მილუოკი წინა თამაშის შემდეგ,გამოფიტული ჩანდა და თამაში არავის მისდიოდა.განსაკუთრებით ბუკერს.რომელიც ბოლო მეოთხედში,უკვე საერთოდ ვეღარაფერს აკეთებდა.
სოსო
12:05 21-07-2021
0

სიახლეები პოპულარული