რასელ უესტბრუქი "ლეიკერსის" კალათბურთელია

AutoSharing Option
დღეს 2021 წლის ლატარიის დღე სუპერვარსკვლავის კალიფორნიაში გადაბარგებამ გადაფარა. საქმე იმაში გახლავთ, რომ "ვაშინგტონ ვიზარდსმა" რასელ უესტბრუქი კაილ კუზმას, მონტრზელ ჰარელის, კენტავიუს კალდველ-პოუპისა და დრაფტის 22-ე პიკის სანაცვლოდ "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" გაცვალა. espn-ის ცნობით, დედაქალაქელებმა ასევე 2024-ისა და 2028-ის დრაფტის მეორე რაუნდის პიკები მიიღეს.

სუპერვარსკვლავისთვის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლეიკერსი" რიგით მეოთხე გუნდია. რასელი სხვადასხვა დროს "ოკლაჰომაში" (2008-19), "ჰიუსტონ როკეტსში" (2019-20), "ვაშინგტონში" (2020-21) და ახლა უკვე კალიფორნიულ გიგანტში ირიცხება.

"მადლობა! თქვენ მე და ჩემს ოჯახს ხელგაშლილი დაგვხვდით. ყველა, ოფისიდან დაწყებული, სამწვრთნელო
შტაბით, გუნდელებითა და გულშემატკივრებით დამთავრებული, მხარში მედექით. მადლობა, რომ ჩემს თითოეულ ნაბიჯს მხარს უჭერდით" - წერს რასელი.

"კუ ნინძას" გუნდში ასევე ლებრონ ჯეიმსსა და ენტონი დევისსაც შეხვდებით, აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ 2021-22 წლების სეზონი თავისი დაძაბულობითა და სანახაობით გამორჩეული იქნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული