"ერთ დღეს ის ვარსკვლავი გახდება..." - სანდროს შესანიშნავი დებიუტი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 10 აგვისტოს, NBA-ს საზაფხულო ტურნეში სანდრო მამუკელაშვილი ჩაერთო, მისი "მილუოკი ბაქსი" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" დაუპირისპირდა და 3-ქულიანი სხვაობით, 81:78 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილმა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ქართველმა პარკეტზე 28:40 წუთი დაჰყო, რა დროშიც 11 ქულა, 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ქართველს სამწვრთნელო შტაბის დიდი ნდობა აქვს და სანდრო ამას კარგად იყენებს.

რა თქმა უნდა, მამუკელაშვილის კარგი თამაში "მილუოკის" გულშემატკივრებს არ გამოჰპარვიათ:

"ვგიჟდები, როგორ აღმოჩნდა სანდრო მე-2 რაუნდში? ეს კარგია "ბაქსისთვის", კარგია
სანდროსთვის, ერთ დღეს ის ვარსკვლავი გახდება".

"მივიღეთ კიდევ ერთი მაღალი მოთამაშე, ისეთი, როგორიც ერთ დროს იანისი იყო".

"ის ბლოკებსაც და დაცვასაც ბრუკზე უკეთ ახერხებს".

"კარგი არჩევანია "ბაქსისგან".

რაც შეეხება შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელს, ჯორდან ნვორამ ("ბაქსი") თავი 30 ქულით, 8 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად, "მილუოკმა" საზაფხულო ტურნე გამარჯვებით დაიწყო. "ირმები" მომდევნო შეხვედრას 12 აგვისტოს, "ბრუკლინ ნეტსის" წინააღმდეგ გამართავენ.


მკითხველის კომენტარები / 9 /
კი მნიშვნელოვნელობა აქვს , ამერიკული სკოლა გაქვს გავლილი თუ ევროპული , თუმცა არა გადამწყვეტი ! დონჩიჩიც ევროპული სკოლის შედეგია , უბრალოდ აქ სხვაობა ის არის , რომ ბითაძე საკუთარი აგენის კლუბში თამაშობდა და არ უწევდა ბრძოლა ძირითსდისათვის , სანდროს შემთხვევაში , მან ყველა ეტაპი გაიარა , თავის დამკვიდრების , ხასიათი ჩამოიყალიბა მებრძოლის , რაც გადამწყვეტია ამ შემთხვევაში . სწორედ ეს აკლდა გოგას ევროპაში და ახლა ამერიკაში უწევს ამ ეტაპის გავლა , სადავ მაგდენ დროს არავინ არ მოგცემს , თუმცა მგონია რომ გოგა წელს ბევრად აგრესიული და თავდაჯერებული გამოვა და მამის ტრაგედია არ დათრგუნავს და გამოაჩენს თავის შესაძლებლობას . წარმატებები სამივეს .
ATP 16
23:29 10-08-2021
0
ბითაძეზე დიდ კალათბურთს ითამაშებს.
ბითაძემ მაგრად მოუკლო, და ტყუილად ნუ აბრალებთ მწვრთნელს წუთებს არ აძლევსო, შეშინებულივით თამაშობს, ევროპულ კალათბურთს გაქაჩავს, ვარსკვლავიც იქნება მაგრამ ნბაში... იმედია ვცდები
კახა
13:41 10-08-2021
2

სიახლეები პოპულარული