NBA-ს ვარსკვლავმა აუზში ჩავარდნილი შვილი გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 12 აგვისტოს, NBA-ს გუნდ "ფილადელფიას" ვარსკვლავმა ანდრე დრამონდმა "ტვიტერზე" ვიდეო, წარწერით - "მშობლების კოშმარი" გამოაქვეყნა.

სათვალთვალო კამერით გადაღებულ მომენტში დაინახავთ კალათბურთელის შვილ დეონს, რომელიც მოულოდნელად აუზში ჩავარდა, თუმცა ანდრეს სწრაფმა რეაქციამ ბავშვს სიცოცხლე შეუნარჩუნა.

დრამონდმა 2020/21 წლების სეზონი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" რიგებში გაატარა, მომდევნო სეზონიდან კი ასპარეზობას "ფილადელფიაში" განაგრძობს.

სპორტსმენი "ყველა ვარსკვლავის" მატჩის მონაწილე 2-ჯერ გახდა (2016, 2018), 2016, 2018, 2019 და 2020 წლებში კი ლიგის საუკეთესო მომხსნელად დასახელდა.

მომზადებულია cbssports-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული