კაირი ირვინგმა შესაძლოა ყველა საშინაო შეხვედრა გამოტოვოს

AutoSharing Option
როგორც Fox Sports-ი ირწმუნება, NBA-ს მოთამაშეების 90% კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ვაქცინით სრულად აცრილია. ერთ-ერთი მათგანი, ვინც ვაქცინაზე უარი თქვა, "ბრუკლინ ნეტსის" გამთამაშებელი კაირი ირვინგი გახლავთ.

ნელ-ნელა კარს 2021/22 წლის სეზონიც მოგვადგა, მოთამაშეები კი ვაქცინის გაკეთებას ასრულებენ; კაირის კი, თუ არ აიცრება, ყველა საშინაო შეხვედრის გამოტოვება ელოდება.

ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოსა და ტორონტოში მიღებული ახალი კანონების თანახმად, კალათბურთელები საკუთარ მოედანზე ვაქცინის გაკეთების გარეშე არ დაიშვებიან. ერთადერთი გზა, რის გამოც შეიძლება არ აიცრან, სამედიცინო ან რელიგიური მიზეზია (ეს უკანასკნელია კაირის მიზეზიც).

შეგახსენებთ, ზუსტად იმავე
პრობლემის წინაშე იდგა ანდრე უიგინსი "გოლდენ სტეიტ უორიორსიდან".

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული