არც კავაი და არც ლებრონი - კარიმ მისთვის ყველაზე ძლიერი დამცველი დაასახელა

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტ უორიორსის" ვარსკვლავმა სტეფ კარიმ ყველაზე ძლიერ დამცველად, რომლის წინააღმდეგაც უთამაშია, ევერი ბრედლი დაასახელა. შეგახსენებთ, 2021/22 წლების სეზონში ხსენებული კალათბურთელები "ოქროსშტატელების" შემადგენლობაში ერთად იასპარეზებენ.

"ის ნამდვილი ბულდოგია. კითხვაზე, რომელია ყველაზე ძლიერი დამცველი ჩემთვის, ყოველთვის ვუპასუხებ, რომ ბრედლი. ის დაუნდობელია, ფიზიკურად კარგად მომზადებული; ამასთანავე, სწრაფია და კორტსაც მშვენივრად ხედავს. აღსანიშნავია, რომ ის არა მხოლოდ ინდივიდუალურად, არამედ გუნდურ დაცვაშიც შესანიშნავია", - განაცხადა სტეფმა.

შეგახსენებთ, ევერიმ გასული სეზონი "მაიამი ჰიტის" შემადგელობაში დაიწყო, თუმცა შემდეგ "ჰიუსტონ როკეტსში" გაცვალეს. საერთო ჯამში, 27 შეხვედრა გამართა, თავი
6.4 ქულით, 2.1 მოხსნითა და 1.7 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

alt29 სამქულიანი ბოლო 3 შეხვედრაში! სტეფ კარის შეჩერება მხოლოდ მწვრთნელს შეუძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული