გამოსარჩევი ამბავია, რომ მამუკელაშვილმა მილუოკელთაგან ყველაზე მეტი – 29 წუთი ითამაშა. ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და "ბაქსის" ძირითადი ცენტრი ბრუკ ლოპესი შეცვალა. ამ უკანასკნელმა მოედანზე გატარებულ 20 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 1
ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილის ანგარიშზეც 9 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა, რასაც 3 პასი მოაყოლა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
წააგო "ინდიანამაც", რომლის შემადგენლობაშიც ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ 11:44 წუთი ითამაშა. ინდიანელები "ნიუ იორკს" შეხვდნენ და 104:125 წააგეს. ქართველმა ცენტრმა 1 ორქულიანი ააცილა, 3 სამიანიდან კი 1 ჩააგდო. 3 ქულასთან ერთად ბითაძემ 2 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. ინდიანელთა ძირითადმა ცენტრმა მაილს ტერნერმა 17:48 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
მომდევნო მატჩებს ბითაძისა და მამუკელაშვილის გუნდები 8 ოქტომბერს გამართავენ. "ინდიანა" კლივლენდში "კავალიერსს" შეხვდება, "მილუოკი" კი ბრუკლინში – "ნეტსს".
GBF