ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 2021/22 წლების სეზონის დაწყებამდე პრესეზონის შეხვედრები იმართება.
"დალას მავერიკსმა" "იუტა ჯაზს" უმასპინძლა და 10-ქულიანი უპირატესობით, 111:101 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ლუკა დონჩიჩი გახლდათ. სლოვენიელმა ვარსკვლავმა 16 წუთში თავი 19 ქულით, 6 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
რაც შეეხება "იუტას", ჯარედ ბატლერმა გუნდს 22 ქულა, 1 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
"დალასი" მომდევნო შეხვედრას 9 ოქტომბერს, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წინააღმდეგ გამართავს. "ჯაზი" 12 ოქტომბერს "ნიუ ორლეან პელიკანსს" უმასპინძლებს.