სანდრო დიდი დროით დაიტვირთა - "ბაქსის" შესანიშნავი გუნდური თამაში "ოკლაჰომას" წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს საგამოფენო შეხვედრები გრძელდება. "მილუოკი ბაქსმა" "ოკლაჰომა სითი თანდერს" უმასპინძლა და 20-ქულიანი სხვაობით, 130:110 დაამარცხა.

მოქმედი ჩემპიონების შემადგენლობაში სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 7 ქულით, 2 მოხსნითა და ამდენივე შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

"ბაქსის" რიგებიდან ყველაზე შედეგიანი ჯორდან ნვორა გახლდათ, რომელმაც გუნდს 15 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ზოგადად კი, უნდა ითქვას, რომ "ირმების" შემადგენლობიდან 10-ქულიანი ზღვარი ერთბაშად 8 კალათბურთელმა გადაკვეთა, რაც ბრწყინვალე შედეგია.

"ოკლაჰომას" შემადგენლობიდან ლუგენს დორტი გამოირჩა, რომელმაც
19 ქულა, 1 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1-იც ჩაჭრა მიითვალა.

"მილუოკი" პრესეზონის მომდევნო შეხვედრას 14 ოქტომბერს, "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ გამართავს. "თანდერი" იმავე რიცხვში "დენვერ ნაგეტსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული