ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პრესეზონის შეხვედრები მიმდინარეობს.
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა და 94:123 განადგურდა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო ენტონი დევისი გახლდათ, რომელმაც თავი 19 ქულით, 3 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
კარმელო ენტონიმ გუნდს 17 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა.
"ფინიქსის" რიგებიდან საუკეთესო კრის პოლი გახლდათ, რომელმაც 15 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
"ლეიკერსი" მომდევნო შეხვედრას 13 ოქტომბერს "გოლდენ სტეიტ უორიორსის" წინააღმდეგ გამართავს. "სანსი" 14 ოქტომბერს "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" დაუპირისპირდება.