ჰარდენისა და დურანტის 44 ქულა "ბრუკლინს" გასამარჯვებლად არ ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს საგამოფენო შეხვედრები გრძელდება. დღეს, 12 ოქტომბერს, "ფილადელფიამ" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა და 11-ქულიანი უპირატესობით, 115:104 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ფურკან კოკრმაზი გახლდათ, რომელმაც თავი 27 ქულით, 3 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

ანდრე დრამონდმა 16 ქულა, 6 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ჯოელ ემბიდმა მოედანზე 8 წუთი დაჰყო, რა დროშიც გუნდს 14 ქულა, 1 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოუტანა.

"ნეტსის" რიგებიდან კევინ დურანტმა გუნდს 23 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ჯეიმს ჰარდენმა 21 ქულა, 4 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

"ფილა" მომდევნო შეხვედრას 16 ოქტომბერს, "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ გამართავს. "ნეტსი" 15 ოქტომბერს "მინესოტა ტიმბერვულვზს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული