ჯა მორანტი შესანიშნავ ფორმაშია - "მემფისმა" "დეტროიტი" მიწასთან გაასწორა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს პრესეზონი გრძელდება. "მემფის გრიზლმა" "დეტროიტ პისტონსს" უმასპინძლა და 35-ქულიანი უპირატესობით, 127:92 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ჯა მორანტი გახლდათ, რომელმაც თავი 24 ქულით, 2 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

"პისტონსის" მხრიდან" საუკეთესო მექულე ჰამიდუ დიალო გახლდათ. ჩატენვების კონკურსის ყოფილმა გამარჯვებულმა გუნდს 13 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

"გრიზლი" მომდევნო შეხვედრას 14 ოქტომბერს, "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ გამართავს. "დეტროიტი" 14 ოქტომბერს "ნიუ იორკ ნიქსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული