"ლეიკერსმა" პრესეზონი მოგების გარეშე დაასრულა, "ბრუკლინი" კარგ ფორმაშია [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში საგამოფენო შეხვედრები გრძელდება.

"საკრამენტო კინგსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 4-ქულიანი სხვაობით, 116:112 დაამარცხა.

მაპინძელთა რიგებში დეარონ ფოქსი გამოირჩა, რომელმაც თავი 21 ქულით, 3 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ტერენს დევისმა 20 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

"ლეიკერსის" შემადგენლობაში ლებრონ ჯეიმსმა 30 ქულა, 6 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება დააგროვა.

რასელ უესტბრუქმა გუნდს 18 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად,"კინგსმა" პრესეზონი 4 მოგებითა და 0 მარცხით
დაასრულა. საპირისპიროდ, "ყვითლებმა" ყველა შეხვედრა დათმო.

"საკრამენტო" 2021/22 წლების სეზონს 21 ოქტომბერს"პორტლენდთან" დაპირისპირებით გახსნის. "ლეიკერსი" 20 ოქტომბერს "გოლდენ სტეიტ უორიორსს" შეხვდება.

"ბრუკლინ ნეტსმა" "მინესოტა ტიმბერვულვზს" უმასპინძლა და 107:101 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო მექულე ჯო ჰარისი გახლდათ, რომელმაც თავი 23 ქულით, 5 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

კევინ დურანტმა 19 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

"მინესოტას" შემადგენლობიდან ენტონი ედვარდსი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 23 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, ორივე გუნდმა 4 საგამოფენო შეხვედრიდან 3 მოგება მოახერხა.

"ბრუკლინი" 20 ოქტომბერს, ახალ სეზონს მოქმედ ჩემპიონებთან, "მილუოკი ბაქსთან" დაპირისპირებით გახსნის. "ტიმბერვულვზი" 21 ოქტომბერს "ჰიუსტონ როკეტსს" დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული