NBA-ის საგამოფენო მატჩში "მილუოკი ბაქსმა" "დალას მავერიკს" უმასპინძლა, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 114:103 დასრულდა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 16 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა (0/5), 6 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა.
საუკეთესო მექულე იანის ანტეტოკუმპო გახლდათ, რომელმაც თავი 26 ქულით, 10 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
რაც შეეხება "დალასს", ჯეილენ ბრანსომა გუნდს 17 ქულა, 6 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
"ბაქსმა" საგამოფენო შეხვედრები დაასრულა (1 მოგება, 3 მარცხი), ახალ, 2021/22 წლების სეზონს კი 20 ოქტომბერს, "ბრუკლინთან" შეხვედრით გახსნის.
"მავერიკსი" 22 ოქტომბერს "ატლანტა ჰაუქსს" დაუპირისპირდება.