დღეს, 21 ოქტომბერს, "ნიუ იორკ ნიქსმა" "ბოსტონ სელტიკსს" უმასპინძლა და 4-ქულიანი უპირატესობით, 138:134 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან ჯულიუს რენდლი გამოირჩა, რომელმაც თავი 35 ქულით, 8 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.
ევან ფურნიემ 32 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
რაც შეეხება "ბოსტონს", ჯეილინ ბრაუნმა გუნდს 46 ქულა, 9 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
ჯეისონ ტეიტუმმა 20 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.
"ნიქსი" მომდევნო შეხვედრას 23 ოქტომბერს, "ორლანდო მეჯიქის" წინააღმდეგ გამართავს. "ბოსტონ სელტიკსი" "ტორონტო რეპტორსს" დაუპირისპირდება.