"ლეიკერსის" ვარსკვლავები ათამაშდნენ... [VIDEO]

AutoSharing Option
გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "მემფის გრიზლს" უმასპინძლა და 121:118 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან ვარსკვლავებმა მშვენიერი შეხვედრა ჩაატარეს.

კარმელო ენტონიმ 28 ქულა, 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, ამდენივე ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა. თანამედროვეობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა შემტევმა NBA-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეთა სიაში მე-9-ადგილოსანი მოუზეს მელოუნი (27 409) ჩაანაცვლა. ამრიგად, "მელოს" ანგარიშზე 27 423 ქულა გახლავთ, მომდევნო გაჩერება კი 28 596 ქულით შაკილ ონილი გახლავთ.

ენტონი დევისმა 22 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 4 დაფარება
დააგროვა.

ლებრონ ჯეიმსმა თავი 19 ქულას, 6 მოხსნას, ამდენივე შედეგიან გადაცემას, 2 ჩაჭრასა და 2 დაფარებას მოუყარა.

ტრადიციულად მოტივირებული იყო რასელ უესტბრუქი. სამმაგი დუბლების აბსოლუტურმა რეკორდსმენმა (184) დღევანდელ მატჩში გუნდს 13 ქულა, 7 მოხსნა, 13 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა შესძინა. აღსანიშნავია მისი 9 დაკარგვაც...

რაც შეეხება "მემფისს", ჯა მორანტის შეჩერება ვარსკვლავებმა ვერაფრის დიდებით მოახერხეს. 22 წლის კალათბურთელმა 40 ქულა, 3 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულებამდე 2.5 წამით ადრე კენტ ბეიზმორი ჯას წინააღმდეგ 3-ქულიანის სროლისას დაჯარიმდა, თუმცა საუკეთესო ახალგაზრდამ 2 მათგანის გამოყენება მოახერხა და საკუთარი გუნდი ბოლოს დააღალატა...

ამრიგად, კალიფორნიელებს 3 შეხვედრის შემდეგ 1 მოგება და 2 მარცხი აქვთ, მომდევნო მატჩს კი 27 ოქტომბერს, "სან ანტონიო სპურსის" წინააღმდეგ გამართავენ.

"მემფისს" 2 მოგება და 1 წაგება აქვს, მომდევნო მატჩში კი 28 ოქტომბერს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" დაუპირისპირდება.


"ბრუკლინ ნეტსმა" "შარლოტ ჰორნეტსს" უმასპინძლა. მატჩი სტუმრების გამარჯვებით, 111:95 დასრულდა.

მასპინძელთა რიგებიდან, ტრადიციულად, კევინ დურანტი გამოირჩა, რომელმაც თავი 38 ქულით, 5 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

ჯეიმს ჰარდენმა გუნდს 15 ქულა, 7 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო მექულე მაილის ბრიჯისი გახლდათ, რომელმაც 32 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, ამდენივე ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

ამრიგად, "ნეტსს" 1 მოგება და 2 მარცხი აქვს, მომდევნო მატჩს კი 26 ოქტომბერს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ჰორნეტსი" ჯერჯერობით დაუმარცხებელია, სეზონის სტარტზე 3 გამართული მატჩიდან სამივე მოიგო და "ჩიკაგო ბულზთან" ერთად აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი იმავე 26 ოქტომბერს "ბოსტონ სელტიკსის" წინააღმდეგ გამართავს.


სხვა მატჩები:

"ჰიუსტონ როკეტსი" - "ბოსტონ სელტიკსი" - 97:107

"ნიუ იორკ ნიქსი" - "ორლანდო მეჯიქი" - 104:110

"ოკლაჰომა სითი თანდერი" - "ფილადელფია" - 103:115

"საკრამენტო კინგსი" - "გოლდენ სტეიტ უორიორსი" - 107:119