სტუმართა რიგებიდან ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მშვენიერი შეხვედრა გამართა დემარ დეროუზანმა. შეგახსენებთ, დემარი კანადელთა რიგებში 2009/18 წლებში გამოდიოდა. 4-გზის "ყველა ვარსკვლავის" მონაწილემ თავი 26 ქულით, 4 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ზაკ ლავინმა 22 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
რაც შეეხება "რეპტორსს", მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ოჯეი ანუნობი გახლდათ, რომელმაც გუნდს 22 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
ფრედ ვანვლიტმა 15 ქულა, 6 მოხსნა, 17 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
ამრიგად, "ჩიკაგო" სეზონის სტარტზე დაუმარცხებელია (4:0), მომდევნო შეხვედრას კი 29 ოქტომბერს, "ნიუ იორკ ნიქსის" წინააღმდეგ გამართავს.
კანადელებს 1 მოგება და 3 მარცხი აქვთ. მომდევნო შეხვედრას 28 ოქტომბერს, "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ გამართავენ.
ქართველები ერთმანეთის პირისპირ! გოგამ კრიტიკოსები გააჩუმა [VIDEO]