დღეს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანა პეისერსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 119:109 დასრულდა.
ორივე გუნდის შემადგენლობაში ქართველმა კალათბურთელებმა მონაწილეობა მიიღეს.
"ინდიანას" რიგებიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 7 ქულით, 9 მოხსნით (7 მეტოქის ფარზე), 1 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
"მილუოკის" წარმომადგენელმა სანდრო მამუკელაშვილმა 10 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.
ხსენებული შეხვედრის დასრულებამდე 5:19 წუთით ადრე ბითაძე კრის მიდლტონსა და ჯორჯ ჰილს დაუპირისპირდა.
საბოლოოდ, გოგამ და ჯორჯმა ტექნიკური ჯარიმები მიიღეს.