ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "სან ანტონიო სპურსს" ესტუმრა და 125:121 დაამარცხა.
კალიფორნიელები ტეხასში მოედანზე ლებრონ ჯეიმსის გარეშე წარდგნენ, თუმცა უდიდესი დანაკლისის მიუხედავად, ვარსკვლავების კარგმა თამაშმა შედეგი გამოიღო.
სტუმართა რიგებიდან საუკეთესო ენტონი დევისი გახლდათ, რომელმაც გუნდს 35 ქულა, 17 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე დაფარება შესძინა.
რასელ უესტბრუქმა თავი 33 ქულით, 10 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.
"სპურსის" რიგებიდან ჯეიკობ პოელტლმა 27 ქულა, 14 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა.
დეჟანტე მარიმ 21 ქულა, 12 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.
სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ "ლეიკერსს" 2 მოგება და 2 წაგება აქვს, მომდევნო შეხვედრას ხვალ, 28 ოქტომბერს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღმდეგ გამართავს.
"სან ანტონიოს" მოგება-წაგების ბალანსი 1/3-თან აქვს, მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს, "დალას მავერიკსთან" გამართავს.