ტეხასში "ლეიკერსმა" ლებრონის გარეშე იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "სან ანტონიო სპურსს" ესტუმრა და 125:121 დაამარცხა.

კალიფორნიელები ტეხასში მოედანზე ლებრონ ჯეიმსის გარეშე წარდგნენ, თუმცა უდიდესი დანაკლისის მიუხედავად, ვარსკვლავების კარგმა თამაშმა შედეგი გამოიღო.

სტუმართა რიგებიდან საუკეთესო ენტონი დევისი გახლდათ, რომელმაც გუნდს 35 ქულა, 17 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე დაფარება შესძინა.

რასელ უესტბრუქმა თავი 33 ქულით, 10 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

"სპურსის" რიგებიდან ჯეიკობ პოელტლმა 27 ქულა, 14 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება დააგროვა.

დეჟანტე მარიმ 21 ქულა,
12 მოხსნა, 15 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.

სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ "ლეიკერსს" 2 მოგება და 2 წაგება აქვს, მომდევნო შეხვედრას ხვალ, 28 ოქტომბერს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღმდეგ გამართავს.

"სან ანტონიოს" მოგება-წაგების ბალანსი 1/3-თან აქვს, მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს, "დალას მავერიკსთან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული