ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"ჩიკაგო ბულზმა" "ნიუ იორკ ნიქსს" უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 104:103 დასრულდა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო ზაკ ლავინი გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 6 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
ნიკოლა ვუჩევიჩმა 22 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
"ნიქსის" შემადგენლობიდან კემბა უოლკერი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა შესძინა.
"ხარების" დარბაზში დაბრუნებულმა დერიკ როუზმა აქტივში 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი
გადაცემა ჩაიწერა. როუზთან ერთად ჩიკაგოში ტაჯ გიფსონიც დაბრუნდა, რომელმაც 6 ქულა, ამდენივე მოხსნა და 3 დაფარება დააგროვა. გულშემატკივრის რანგში ჟოაკიმ ნოაც აღმოჩნდა. შეგახსენებთ, ფრანგი ცენტრი "ბულზის" შემადგენლობაში 2007-16 წლებში გამოდიოდა, რა დროშიც არაერთი პირადი ტიტული მოიგო. გამოსარჩევი 2014 წლის საუკეთესო დამცველად აღიარებაა.
ორივე გუნდს მოგება-წაგების ბალანსი 4/1-თან აქვს. "ჩიკაგო" მომდევნო შეხვედრას 31 ოქტომბერს, "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ გამართავს. "ნიქსი" იმავე რიცხვში "ნიუ ორლეანს პელიკანსს" დაუპირისპირდება.
"დალას მავერიკსმა" "სან ანტონიო სპურსს" უმასპინძლა და 5-ქულიანი უპირატესობით, 104:99 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებში ლუკა დონჩიჩი გამოირჩა, რომელმაც 25 ქულა, 3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.
"სპურსის" მხრიდან დეჟანტე მარიმ 23 ქულა, 10 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ამრიგად, "დალასს" 3 მოგება და 1 მარცხი აქვს, მომდევნო შეხვედრას კი ხვალ, 30 ოქტომბერს, "დენვერ ნაგეტსის" წინააღმდეგ გამართავს.
"სან ანტონიოს" მოგება-წაგების ბალანსი 1/4-თან აქვს. მომდევნო მატჩს 31 ოქტომბერს, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ გამართავს.
"გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "მემფის გრიზლს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 104:101 დასრულდა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო მექულე სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც თავი 36 ქულით, 7 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
"გრიზლის" რიგებიდან საუკეთესო ჯა მორანტი გახლდათ, რომელმაც გუნდს 30 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, "ოქროსშტატელებს" სეზონის სტარტზე 4 მოგება და 1 მარცხი აქვთ, მომდევნო შეხვედრას კი 31 ოქტომბერს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღმდეგ გამართავენ.
"მემფისს" 3 გამარჯვება და 2 წაგება აქვს, მომდევნო შეხვედრაში კი, იმავე 31 ოქტომბერს, "მაიამი ჰიტს" შეხვდება.