ნაციონალურ საკალთბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "კლივლენდ კავალიერსს" უმასპინძლა და 113:101 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო მექულე ლებრონ ჯეიმსი გახლდათ, რომელმაც ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თავი 26 ქულით, 3 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
კვლავაც შესანისნავად ითამაშა კარმელო ენტონიმ, რომელმაც გუნდს 24 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
რასელ უესტბრუქმა 19 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
სტუმართა რიგებიდან საუკეთესო ევან მობლი გახდა, რომელმაც 23 ქულა, 6 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
ამრიგად, ორივე გუნდს მოგება წაგების ბალანსი 3/3-თან აქვს.
"ლეიკერსი" მომდევნო შეხვედრას 1-ელ ნოემბერს, "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ გამართავს, "კავალიერსი" 31 ოქტომბერს "ფინიქს სანსს" დაუპირისპირდება.