ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ჩიკაგო ბულზი" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ესტუმრა და 121:103 დაამარცხა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო რასელ უესტბრუქი გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 6 მოსხნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
ტალენ ჰურტონ ტაკერმა 28 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
რაც შეეხებათ სტუმრებს, დემარ დეროუზანმა გუნდს 38 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.
ლონზო ბოლმა 27 ქულა, 7 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
ზაკ ლავინმა აქტივში 26 ქულა, 5 მოხსნა, და ამდენივე შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
ამრიგად, "ლეიკერსი" 8 მოგებითა და 7 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 18 ნოემბერს, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ჩიკაგო" 10 გამარჯვებითა და 4 მარცხით აღმოსავლეთში მე-2 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს იმავე 18 ნოემბერს "პორტლენდ ტრეილბლეიზერსის" პირისპირ ჩაატარებს.