სისხლი, გაწევ-გამოწევა, გაძევებები - "დეტროიტელი" ლებრონის მოსაკალავად იწევდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "დეტროიტ პისტონსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა, მატჩი სტუმართა გამარჯვებით 121:116 დასრულდა.

კალიფორნიელების მხრიდან საუკეთესო ენტონი დევისი გახლდათ, რომელმაც 30 ქულა, 10 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 4 ჩაჭრა და 5 დაფარება დააგროვა.

რასელ უესტბრუქმა თავი 26 ქულით, 9 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

რაც შეეხება "დეტროიტს", ჯერემი გრანტმა გუნდს 36 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

მე-3 მეოთხედის დაწყებიდან 3 წუთის თავზე მოედანზე სიტუაცია რადიკალურად აირია, ლებრონ ჯეიმსმა აიზია სტიუარტს იდაყვი
პირდაპირ სახეში დაარტყა, რის გამოც "პისტონსის" კალათბურთელმა საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა, რამდენიმე წუთის განმავლობაში მიდიოდა შეხლა/შემოხლა, სიტყვების გაცვლა, დეტროიტელს კი ვერავინ აკავებდა და ცდილობდა რამენაირად მიახლოვებოდა "მეფეს", რომელიც ამ ყველაფერს დაბნეული უყურებდა, მის გვერდით კარმელო ენტონი იდგა, რომელიც თითქოს და ყურადღებას ამ ყველაფერს სულაც არ აქცევდა, მათგან განსხვავებით ენტონი დევისის გაჩერება გაუჭირდათ, რომელსაც "ლეიკერსის" ერთ-ერთი წარმომადგენელი საერთოდაც ფეხზე ეჭიდებოდა...

თითქოს და სიტუაცია დავცხრა, სტიუარდი მოედანს ტოვებდა, რა დროსაც შემოტრიალდა და თავდადებით გაიქცა "ლეიკერსის" კალათბურთელებისკენ, კონკრეტულად კვლავაც ლებრონისკენ, გადათელა ნახევარი "სტაფი", თუმცა სტადიონი ისევ იძულებით დაატოვებინეს, მოედანიდან გააძევეს ჯეიმსიც.


როგორც მოგახსენეთ, შეხვედრაში კალიფორნიელებმა იმარჯვეს, 18 შეხვედრის თავზე "ყვითლებს" 9 მოგება და ამდენივე წაგება აქვთ, რითაც დასავლეთში მე-9 ადგილს იკავებებენ, მომდევნო შეხვედრას კი 24 ნოემბერს, "ნიუ იორკ ნიქსის" წინააღმდეგ გამართავენ.

"დეტროიტი" 4 გამარჯვებითა და 12 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოს წინა, მე-14 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგი ტურის მატჩს იმავე 24 ნოემბერს, "მაიამი ჰიტის" პირისპირ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სპესიალურად ჩაარტყა ლებრონამ არ მევასება ჯორდანზე მაგარი ვარო ჯერ მაგიტომ ეგ როგორ თქვა.უნდა მიეშვათ!!!
გიო
18:44 22-11-2021
3
ნამეტანი ფიცხი ყოფილა.ლებრონი ისე იდგა,აშკარად შეწუხებული იყო და ბოდიშს უხდიდა,ამან კი გაიწია.ისე რომ გაეშვათ,ლებრონი გემრიელად დანაყავდა და დაამშვიდებდა.ბლეიკ გრიფინთანაც უკვე იჩხუბაო.რა ჰქვია?ჰო,აგრესიის მართვის კურსებზე სიარული უნდა მიუსაჯონ.აშკარად უჭირს,ემოციების მართვა.
სოსო
14:17 22-11-2021
6

სიახლეები პოპულარული