ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ნიუ იორკ ნიქსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 106:100 დაამარცხა. შეხვედრის მიმდინარეობისას მასპინძლები მეტოქეს 25 ქულით გაექცნენ, თუმცა სტუმრებმა მე-3 მეოთხედში უესტბრუქის მშვენიერი თამაშის წყალობით ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ. რაც შეეხება სტატისტიკას:
"ნიუ იორკის" რიგებიდან საუკეთესო ევან ფურნიე გახლდათ, რომელმაც თავი 26 ქულით, 4 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
კალიფორნიელების მხრიდან რასელ უესტბრუქმა გუნდს 31 ქულა, 13 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, "ნიქსი" 10 მოგებითა და 8 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 27 ნოემბერს "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ლეიკერსი" 9 გამარჯვებითა და 10 მარცხით დასავლეთში მე-9 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ ტურში კი "ინდიანა პეისერსს" დაუპირისპირდება.