ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" უმასპინძლა და 118:103 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო, სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც თავი 32 ქულით, 7 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
"ოქროს ბიჭუნას" მხარი ენდრიუ უიგინსმა აუბა, რომელმაც 25 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
სტუმართა მხრიდან იუსუფ ნურკიჩმა გუნდს 17 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, "უორიორსი" 17 მოგებითა და 2 მარცხით ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებს, მომდევნო შეხვედრას კი 29 ნოემბერს, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წინააღმდეგ გამართავს.
"პორტლენდი" 10 მოგებითა და ამდენივე მარცხით დასავლეთში მე-6 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს 30 ნოემბერს, "იუტა ჯაზის" პირისპირ ჩაატარებს.