იანისის შესანიშნავი თამაში და მატჩის მომგები სროლა! [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"მილუოკი ბაქსმა" "შარლოტ ჰორნეტსს" უმასპინძლა და 127:125 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებიდან საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ, რომელმაც თავი 40 ქულით, 12 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა. ბერძენმა კალათბურთელმა გამარჯვების მომტანი 2-ქულიანი 2 წამით ადრე ჩააგდო და გუნდს ზედიზედ მე-8 გამარჯვებაში დაეხმარა.

მშვენიერი თამაში ჩაატარა კრის მიდლტონმაც, რომელმაც 21 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

რაც შეეხება "შარლოტ ჰორნეტსს", ლამელო ბოლმა გუნდს 36 ქულა, 5 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და
1 დაფარება შესძინა.

კელი უბრემ აქტივში 25 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა ჩაიწერა.

ამრიგად, "ირმები" 14 გამარჯვებითა და 8 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 3 დეკემბერს, "ტორონტო რეპტორსის" პირისპირ გამართავს.

"ჰორნეტსი" 13 მოგებითა 11 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-9 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს 6 დეკემბერს, "ატლანტა ჰოუქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.


"ატლანტა ჰოუქსი" "ინდიანა პეისერსს" ესტუმრა და 114:111 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან გოგა ბითაძე მოედანზე არ გამოჩენილა.

მალკომ ბროგდონმა გუნდს 27 ქულა, 6 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა.

დომანტას საბონისმა აქტივში 22 ქულა (9/10), 10 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

რაც შეეხება "ჰოუქსს", ტრეი იანგმა 33 ქულა, 8 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ამრიგად, "პეისერსი" 9 მოგებითა და 15 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 4 დეკემბერს, "მაიამი ჰიტის" პირისპირ გამართავს.

"ატლანტა" 12 გამარჯვებითა და 10 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-7 პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურში (4 დეკემბერს) "ფილადელფიას" დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯერჯერობით ისე ჩანს,რომ ბითაძის მხრიდან კონტრაქტის გაგრძელება,არასწორი,ან იძულებითი ნაბიჯი იყო.წელს გოგა უფრო ნაკლებ დროს იღებს და სტატისტიკაც უარესი აქვს.ვიზუალურადაც ვერ ჩანს ეფექტურად.სროლის სიზუსტის პროცენტი,მგონი გაუარესდა კიდეც.აქ დარჩენა,მესამე როლებზე დათანხმებას ნიშნავდა და ეტყობა თანახმაა.მისი ასე თამაშის პირობებში,მისი იმედით,ტერნერს არავინ გაყიდის.იმედი მაქვს,თამაშს გააუმჯობესებს,მაგრამ დრო გადის და იმედი,იმედად რჩება.
სოსო
13:27 02-12-2021
0

სიახლეები პოპულარული