"ჰიუსტონმა" ლიგის უნიკალური რეკორდი დაამყარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მოგეხსენებათ, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ჰიუსტონ როკეტსმა" სეზონი საშინლად დაიწყო, ტეხასელებმა პირველი 15 შეხვედრიდან ყველა დათმეს, თუმცა ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა...

"ბრუკლინ ნეტსთან" გამარჯვების შემდეგ (114:104) "როკეტსმა" მიჯრით მე-7 გამარჯვება იზეიმა, რითაც ლიგის უნიკალური რეკორდი დაამყარა.

არცერთ გუნდს ზედიზედ 7 გამარჯვება არ მოუპოვებია მაშინ, როდესაც სეზონი 15 მარცხითა დ 0 მოგებით დაიწყეს.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ერიკ გორდონი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 2 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.

ამრიგად, ტეხასელები ამ მომენტისთვის 8 გამარჯვებითა და 16 წაგებით დასავლეთ
კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას კი 11 დეკემბერს, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ გამართავენ.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული