ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"ლოს ანჯელეს ლეიკერსი" "ოკლაჰომა სითი თანდერს" ესტუმრა და 116:95 დაამარცხა.
სტუმართა მხრიდან ლებრონ ჯეიმსმა 33 ქულა, 5 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა.
ევერი ბრედლიმ თავი 22 ქულით, 2 მოხსნითა და 4 ჩაჭრით გამოიჩინა.
"თანდერის" შემადგენლობიდან ტრე მანმა გუნდს 19 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, კალიფორნიელები 14 გამარჯვებითა და 13 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებენ, მომდევნო შეხვედრას კი 13 დეკემბერს, "ორლანდო მეჯიქის" წინააღმდეგ გამართავენ.
"ოკლაჰომა" 8
მოგებითა და 17 წაგებით იმავე დასავლეთში მე-14 ადგილზე იმყოფება, შემდეგ მატჩს ასევე 13 დეკემბერს "დალას მავერიკსის" პირისპირ ჩაატარებს.
"ჰიუსტონ როკეტსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით 123:114 დასრულდა.
მასპინძელთა რიგებიდან გარისონ მეთიუსმა 23 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.
კრისტიან ვუდმა 21 ქულა, 13 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
რაც შეეხება "ბაქსს", მოქმედი ჩემპიონების შემადგენლობიდან იანის ანტეტოკუმპომ თავი 41 ქულით (15/19), 17 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.
ამრიგად, "როკეტსი" 8 მოგებითა და 17 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, შემდეგ მატჩს კი ხვალ, 12 დეკემბერს, "მემფის გრიზლის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"მილუოკი" 17 გამარჯვებითა და 10 მარცხით აღმოსავლეთში მე-3 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას იმავე 12 დეკემბერს, "ნიუ იორკ ნიქსის" პირისპირ გამართავს.