სპექტაკლი ჩიკაგოში - ვარსკვლავებმა თავი არ დაიშურეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ჩიკაგო ბულზსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 115:110 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო დემარ დეროუზანი გახლდათ, რომელმაც თავი 38 ქულით, 4 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

ნიკოლა ვუჩევიჩმა 19 ქულა, 13 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

კალიფორნიელების მხრიდან ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 31 ქულა, 14 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.

რასელ უესტბრუქმა აქტივში 20 ქულა, 9 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა.

ამრიგად, "ბულზსი"
18 გამარჯვებითა და 10 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 21 დეკემბერს, "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ლეიკერსი" 16 მოგებითა და 15 წაგებით აღმოსავლეთში მე-7 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი 22 დეკემბერს, "ფინიქს სანსის" პირისპირ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს იდიოტი უესტბრუკი რად უნდოდა ლეიკერს, კაცმა არ იცის?!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული