კარის 46 ქულა და "გოლდენ სტეიტის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "მემფის გრიზლს" უმასპინძლა და 113:104 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან სტეფ კარიმ გუნდს 46 ქულა, 4 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

"გრიზლის" მხრიდან საუკეთესო ჯა მორანტი გახლდათ, რომელმაც თავი 21 ქულით, 3 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად, "ოქროსშტატელებს" 26 ქულა და 6 მარცხი აქვთ, რითაც დასავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებენ, მომდევნო შეხვედრას კი 26 დეკემბერს, "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ გამართავენ.

"მემფისი" 19 მოგებითა და 14 წაგებით იმავე დასავლეთში მე-4 პოზიციაზე
იმყოფება, შემდეგ მატჩს 27 დეკემბერს, "საკრამენტო კინგსის" პირისპირ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული