ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"ჩიკაგო ბულზმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 113:105 დაამარცხა.
სტუმართა შემადგენლობიდან გოგა ბითაძე მოედანზე არ გამოჩენილა.
"ჩიკაგოს" შემადგენლობიდან ზაკ ლავინმა გუნდს 32 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.
დემარ დეროუზანმა აქტივში 24 ქულა, 3 მოხსნა, 3-იც შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.
ნიკოლა ვუჩევიჩმა 16 ქულა, 15 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა.
რაც შეეხება "პეისერსს", კარის ლევერტმა თავი 27 ქულით, 4 მოხსნით, 9 შედეგიანი
გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 1-იც დაფარებით გამოიჩინა.
ამრიგად, "ბულზი" 20 მოგებითა და 10 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 28 დეკემბერს, "ატლანტა ჰოუქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ინდიანა" 14 გამარჯვებითა და 20 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-13 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი 30 დეკემბერს, "შარლოტ ჰორნეტსის" პირისპირ გამართავს.
"დენვერ ნაგეტსი" "ლოს ანჯელეს კლიპერსს" ესტუმრა და 103:100 დაამარცხა.
სტუმართა შემადგენლობიდან ნიკოლა იოკიჩმა გუნდს 26 ქულა, 22 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.
კალიფორნიელების მხრიდან კი ერიკ ბლედსოუმ თავი 18 ქულით, 2 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემით, 5 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.
ამრიგად, "დენვერი" 16 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 29 დეკემბერს, "გოლდენ სტეიტ უორიორსის" პირისპირ ჩაატარებს.
"კლიპერსი" 17 მოგებითა და 16 წაგებით იმავე დასავლეთში მე-5 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 28 დეკემბერს, "ბრუკლინ ნეტსის" წინააღმდეგ გამართავს.