თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ კლეი ტომპსონი მოედანს დაუბრუნდა, თანაც, როგორ?! [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "კლივლენდ კავალიერსს" უმასპინძლა და 96:82 დაამარცხა.

თითქმის 2-წლიანი ტრავმის შემდეგ კლეი ტომპსონი მოედანს 17 ქულით (3/8 სამქულიანი), 3 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე დაფარებით დაუბრუნდა.

სტეფ კარიმ გუნდს 28 ქულა, 5 მოხსნა, 5-იც შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

"კლივლენდის" მხრიდან ლამარ სტივენსმა 17 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.

ამრიგად, "უორიორსი" 30 გამარჯვებითა და 9 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში 1-ელ ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 12 იანვარს,
"მემფის გრიზლის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"კავალიერსი" 22 მოგებითა და 18 მარცხით აღმოსავლეთში მე-6 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგი ტურის მატჩს კი 11 იანვარს, "საკრამენტო კინგსის" პირისპირ გამართავს.


"დალას მავერიკსმა" "ჩიკაგო ბულზს" უმასპინძლა და 113:99 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ლუკა დონჩიჩმა 22 ქულა, 14 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

სლოვენიელს მხარი ჯოშ გრინმა აუბა, რომელმაც გუნდს 18 ქულა (8/10), 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

"ჩიკაგოს" მხრიდან დემარ დეროუზანმა და ზაკ ლავინმა თანაბარი 20-20 ქულა ჩააგდეს.

ამრიგად, "მავერიკსი" 22 გამარჯვებითა და 18 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 13 იანვარს, "ნიუ იორკ ნიქსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ბულზი" 26 მოგებითა და 11 წაგებით აღმოსავლეთში 1-ელ პოზიციაზე იმყოფება, შემდეგი ტურის მატჩს კი 12 იანვარს, "დეტროიტ პისტონსის" პირისპირ გამართავს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული