კარის 27 ქულა და სამმაგი დუბლი "მემფისის" დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მემფის გრიზლმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და 116:108 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "მემფისმა" ზედიზედ მეათე გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო ჯა მორანტი გახლდათ, რომელმაც თავი 29 ქულით, 5 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

ტაიუს ჯონსმა გუნდს 17 ქულა (5/5 სამქულიანი), 6 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

"ოქროსშტატელების" მხრიდან სტეფ კარიმ 27 ქულა, 10 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.

კლეი ტომპსონმა აქტივში 14 ქულა, 3 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1
ჩაჭრა და 1-იც დაფარება ჩაიწერა.

ამრიგად, "მემფისი" 29 გამარჯვებითა და 14 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 14 იანვარს, "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს.

"გოლდენ სტეიტი" 30 მოგებითა და 10 მარცხით იმავე დასავლეთში მე-2 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი ასევე 14 იანვარს, "მილუოკი ბაქსის" პირისპირ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული