ცენტრალური მატჩი ჩიკაგოში გაიმართა, ადგილობრივმა "ბულზმა" "ბრუკლინ ნეტსს" უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 138:112 დასრულდა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან საუკეთესო ზაკ ლავინი გახლდათ, რომელმაც თავი 22 ქულით, 1 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და ამდენივე დაფარებით გამოიჩინა.
დემარ დეროუზანმა 19 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1-იც ჩაჭრა მიითვალა.
"ნეტსის" მხრიდან ჯეიმს ჰარდენმა გუნდს 25 ქულა, 7 მოხსნა, 16 შედეგიანი გადაცემა, თითო-თითო ჩაჭრა და დაფარება შესძინა.
კევინ დურანტმა აქტივში 27 ქულა, 2 მოხსნა, 9 შედეგიანი
ამრიგად, "ჩიკაგო" 27 გამარჯვებითა და 12 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის სათავეში იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 15 იანვარს, "გოლდენ სტეიტ უორიორსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ბრუკლინი" 26 მოგებითა და 14 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-2 ადგილს იკავებს, შემდეგ მატჩს კი 14 იანვარს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" პირისპირ გამართავს.
"საკრამენტო კინგსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 125:116 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან დეარონ ფოქსმა 29 ქულა, 4 მოხსნა და 4-იც შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ჰარისონ ბარნსმა გუნდს 23 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
"ლეიკერსის" შემადგენლობიდან ლებრონ ჯეიმსმა 34 ქულა, 7 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.
მალიკ მონკმა თავი 22 ქულით, 7 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
ამრიგად, "კინგსი" 17 მოგებითა და 27 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 15 იანვარს, "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ლეიკერსი" 21 მოგებითა და ამდენივე წაგებით იმავე დასავლეთში მე-8 ადგილს იკავებს, შემდეგ მატჩს კი 16 იანვარს, "დენვერ ნაგეტსის" პირისპირ ჩაატარებს.