ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანა პეისერსი" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" ესტუმრა და 121:117 დაამარცხა.
"პეისერსის" შემადგენლობაში გოგა ბითაძემ, როგორც იქნა, სოლიდური დრო მიიღო და თავიც წარმოაჩინა. ქართველმა კალათბურთელმა თავი 13 ქულით (5/12), 9 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. სამწუხაროდ, მე-4 მეოთხედში გოგამ კალათის დაცვა ვერ მოახერხა და "ოქროსშტატელების" ერთ-ერთმა კალათბურთელმა ძალისმიერად ჩატენა, რა დროსაც ჩვენებურს ცინიკური სახით გახედა, გოგამ კი ნერვების მოთოკვა ვერ მოახერხა, ამ მომენტის გამო კი არბიტრმა ბითაძე მოედნიდან გააძევა; არადა, მშვენიერი შანსი იყო ჩვენებურს 20-ზე მეტი ქულა ჩაეგდო და თუნდაც სამმაგ დუბლს "წათამაშებოდა".
სტუმართა მხრიდან საუკეთესო კრის დუარტე გახლდათ, რომელმაც 27 ქულა (10/16), 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა დააგროვა.
"გოლდენ სტეიტის" შემადგენლობიდან სტეფ კარიმ 39 ქულა, 5 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
კევინ ლუნიმ მსუყე ორმაგი დუბლი შეასრულა. ამერიკელმა კალათბურთელმა გუნდს 13 ქულა (5/6), 15 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.
ამრიგად, "ინდიანა" 16 მოგებითა და 29 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 23 იანვარს, "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ გამართავს.
"უორიორსი" 32 გამარჯვებითა და 12 მარცხით დასავლეთში მე-2 ადგილს იკავებს, შემდეგ მატჩს კი 22 იანვარს, "ჰოუსტონ როკეტსის" პირისპირ ჩაატარებს.
მთავარია ისწავლოს ამ შემთხვევისგან, ცხელი თავით თამაშობს ძალიან.