"ლეიკერსის" ლეგენდამ, მეჯიქ ჯონსონმა, კალიფორნიული გუნდის გულშემატკივრებს მიმართა და მოუწოდა, რასელ უესტბრუქისთვის და მისი ოჯახისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინათ.
"ლეიკერსის გულშემატკივრებო, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ რასელ უესტბრუქსა და მის ოჯახს მხარი დავუჭიროთ. რასელის ოჯახის მიმართ მუქარა და ზეწოლა ყოვლად მიუღებელია. სპორტში ამისი ადგილი არ არის.
უესტბრუქი გუნდში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს და პლეი-ოფშიც თავის სიტყვას იტყვის. მოდით, გავხდეთ უკეთესები, დავუჭიროთ მხარი რასელს და მის ოჯახს" - წერს მეჯიქი საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე.
შეგახსენებთ, აქამდე მუქარასა და ზეწოლას რასელის მეუღლე ნინაც უჩიოდა.
რაც შეეხება
"ლეიკერსს", 64 შეხვედრის შემდეგ 28 მოგება და 36 წაგება აქვს, რითაც დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი ხვალ, 10 მარტს, "ჰიუსტონ როკეტსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით