ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ინის 2 შეხვედრა გაიმართა.
"ატლანტა ჰოუქსმა" "შარლოტ ჰორნეტსს" უმასპინძლა და 132:103 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან ტრეი იანგმა გუნდს 24 ქულა, 3 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება შესძინა.
"ჰორნეტსის" შემადგენლობიდან ლამელო ბოლმა თავი 26 ქულით, 5 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
ამრიგად, "ჰოუქსი" პლეი-ოფისთვის გადამწყვეტ დაპირისპირებას 16 აპრილს, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"ჰორნეტსისთვის" კი წლევანდელი სეზონი დასრულებულია.
"ნიუ ორლეანს პელიკანსმა" "სან ანტონიო სპურსს" უმასპინძლა და 113:103 დაამარცხა.
მასპინძელთა
მხრიდან სიჯეი მაკალუმმა 32 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.
ბრენდონ ინგრამმა აქტივში 27 ქულა, 5 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.
სტუმართა შემადგენლობიდან დევინ ვესელიმ გუნდს 23 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ამრიგად, "სან ანტონიოსთვის" სეზონი დასრულებულია, "პელიკანსი" კი გადამწყვეტ შეხვედრას იმავე 16 აპრილს, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" პირისპირ ჩაატარებს.