"გოლდენ სტეიტის" ტრიოს შესანიშნავი თამაში და მე-3 გამარჯვება "დენვერთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"გოლდენ სტეიტ უორიორსი" "დენვერ ნაგეტსს" ესტუმრა და 118:113 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ნიკოლა იოკიჩმა თავი 37 ქულით, 18 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

აარონ გორდონმა 18 ქულა, 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.

სტუმართა მხრიდან სტეფ კარიმ და ჯორდან პულმა თანაბარი, 27-27 ქულა მიითვალეს.

კლეი ტომპსონმა გუნდს 26 ქულა, 1 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება შესძინა.

ამრიგად, "ოქროსშტატელები" სერიაში 3:0 დაწინაურდნენ. მე-4 მატჩი 24 აპრილს გაიმართება.
გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფის პირველ რაუნდს წარმატებით გადალახავენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორ მევასება სტეფი!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული