ჯა მორანტის ზღაპრული ჩატენვა და მატჩის მომგები ორქულიანი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"მემფის გრიზლმა" "მინესოტა ტიმბერვულვზს" უმასპინძლა და 111:109 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ჯა მორანტმა თავი 30 ქულით (მატჩის მომგები 2 ქულიანი), 13 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

დესმონ ბეინმა გუნდს 25 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება შესძინა.

სტუმართა შემადგენლობიდან კარლ ენტონი თაუნსმა აქტივში 28 ქულა (5/7 სამქულიანი), 12 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა.

ამრიგად, "გრიზლი" სერიაში 3:2 დაწინაურდა. რიგით მე-6 მატჩი
29 აპრილს, მინეაპოლისში გაიმართება.

სხვა შეხვედრები:

"მაიამი ჰიტი" - "ატლანტა ჰოუქსი" - 97:94 (სერია 4:1 დასრულდა)

"ფინიქს სანსი" - "ნიუ ორლეანს პელიკანსი" (112:97 (სერიაში ანგარიშია 3:2)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯორდანის შემდეგ ასე კალათბურთელი არ დამვასებია, მხეცია რა.
1

სიახლეები პოპულარული