დრამა მემფისში - "გოლდენ სტეიტმა" რთული და მნიშვნელოვანი თამაში მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის 2 შეხვედრა გაიმართა.

"გოლდენ სტეიტ უორიორსი" "მემფის გრიზლის" ესტუმრა და 117:116 დაამარცხა.

სტუმართა მხრიდან ჯორდან პულმა თავი 31 ქულით, 8 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

სტეფ კარიმ 24 ქულა მიითვალა, ხოლო კლეი ტომპსონმა - 15 (მატჩის მომგები სამქულიანი).

დიდ შესვენებამდე 1:18 წუთით ადრე დრეიმონდ გრინმა ბრენდონ კლარკის წინააღმდეგ არასპორტული ჯარიმა აიღო და მოედანიც ნაადრევად დატოვა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ჯა მორანტმა გუნდს 34 ქულა, 9 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა.

ჯარენ ჯექსონ
ჯუნიორმა აქტივში 33 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1-იც დაფარება ჩაიწერა.

ამრიგად, "ოქროსშტატელები" დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში 1:0 დაწინაურდნენ და მოედნის უპირატესობა მოიპოვეს. მომდევნო შეხვედრა 4 მაისს გაიმართება.


"მილუოკი ბაქსი" "ბოსტონ სელტიკსს" ესტუმრა და 101:89 დაამარცხა.

სტუმართა მხრიდან იანის ანტეტოკუნმპომ თავი 24 ქულით, 13 მოხსნით, 12 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

ჯრუ ჰოლიდეიმ აქტივში 25 ქულა, 9 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა ჩაიწერა.

მასპინძელთა მხრიდან ჯეისონ ტეიტუმმა გუნდს 21 ქულა, 6 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, მოქმედი ჩემპიონები სერიაში 1:0 დაწინაურდნენ, მომდევნო შეხვედრა კი 4 მაისს გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz
სიახლეები პოპულარული