ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"ბოსტონ სელტიკსი" "მილუოკი ბაქსს" ესტუმრა და 108:95 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან იანის ანტეტოკუმპომ თავი 44 ქულით, 20 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.
ჯრუ ჰოლიდეიმ 17 ქულა, 2 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა.
"კელტების" შემადგენლობიდან ჯეისონ ტეიტუმმა გუნდს 46 ქულა, 9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.
ჯეილინ ბრაუნმა აქტივში 22 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა.
ამრიგად, მოქმედმა
ჩემპიონებმა სერიის დახურვა საკუთარ მოედანზე ვერ მოახერხეს, გადამწყვეტი, მე-7 შეხვედრა კი 15 მაისს გაიმართება.
"გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "მემფის გრიზლის" უმასპინძლა, 110:96 დაამარცხა, სერიაში 4:2 გაიმარჯვა და დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა.
მასპინძელთა მხრიდან კლეი ტომპსონმა თავი 30 ქულით, 8 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 3 დაფარებით გამოიჩინა.
სტეფ კარიმ გუნდს 29 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.
"გრიზლის" შემადგენლობიდან დილონ ბრუკსმა 30 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
დესმონ ბეინმა აქტივში 25 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა.
როგორც მოგახსენეთ, "ოქროს შტატელები" დასავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდნენ, მათი მოწინააღმდეგე "დალას მავერიკსისა" და "ფინიქს სანსის" მე-7 შეხვედრაში გადაწყდება, მატჩი 16 მაისს გაიმართება.
არი რაიმე შანსი, თუნდაც თეორიული, რომ მამუკელაშვილმა ფლეიოფებში ითამაშოს?
მომწონს ეს ბოსტონი მაგრამ ვერ ვგულშემატკივრობ მამუკელაშვილის გამო:)