ლუკას დიდებული მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "გოლდენ სტეიტი" "დალასს" უშანსოდ უგებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალში "გოლდენ სტეიტმა" "დალას მავერიკსი" სტუმრად 109:100 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 3:0 გახადა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ლუკა დონჩიჩმა გუნდს 40 ქულა, 11 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა.

სპენსერ დინვიდიმ 26 ქულა, 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

"ოქროსშტატელების" მხრიდან სტეფ კარიმ 31 ქულა, 5 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ენდრიუ უიგინსმა თავი 27 ქულით, 11 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

როგორც უკვე გითხარით, "გოლდენ სტეიტი" 3:0-ს იგებს. მეოთხე მატჩი 25
მაისს ჩატარდება. გამარჯვების შემთხვევაში სანფრანცისკოელები სუპერფინალის საგზურს მოიპოვებენ.

რაც შეეხება აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალს, "მაიამი ჰიტი" "ბოსტონ სელტიკსს" 2:1-ს ამარცხებს, ხვალ გამთენიისას კი მეოთხე მატჩი "კელტების" მოედანზე გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს იყო ლუკას მე-8 40+ ქულიანი შეხვედრა პლეიოფში... აქამდე მხოლოდ ლებრონს ქონდა 25 წლამდე 8 40 ქულიანი საოლეიოფო მატჩი და ამ დროს დონჩო მხოლოდ 23 წლისაა... გეომეტრიული პროგრესიით თუ არ გასუქდა ჩვენი ძმა, აუცილებლად ამოუდგება ჯორდანს კობის და ლებრონს გვერდით... ძაან კლასნია
რა მაფიაა?
22:50 24-05-2022
0

myquiz
სიახლეები პოპულარული