NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალში "დალას მავერიკსმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა, 119:109 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 1:3 გახადა.
მასპინძელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა გუნდს 30 ქულა, 14 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.
რეჯი ბულოკმა 18 ქულა (6/10 სამქულიანი), 2 მოხსნა და 2-იც შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
"ოქროსშტატელებიდან" სტეფ კარიმ 20 ქულა, 5 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
როგორც გითხარით, სერიაში ანგარიში 1:3 გახდა. "უორიორსი" სუპერფინალის საგზურის მოპოვებას 27 მაისს შეეცდება.
აღმოსავლეთ კონფერენციაში სიტუაცია გაცილებით დაძაბულია, ანგარიში 2:2 არის, მე-5 მატჩი კი ხვალ გამთენიისას, თბილისის დროით 04:30 საათზე გაიმართება.