სტეფ კარის ლიდერობით, "უორიორსმა" "ბოსტონს" გადაურბინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, გამთენიისას, სუპერფინალური სერიის მეორე შეხვედრა გაიმართა.

"გოლდენ სტეიტმა" საკუთარ არენაზე "ბოსტონ სელტიკსი" 107:88 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა მასპინძელთა ლიდერმა სტეფ კარიმ, რომელმაც გუნდს 29 ქულა, 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა.

კლეი ტომპსონს თამაში არ წაუვიდა (11 ქულა), ამიტომ მეორე ოფცია ჯორდან პულმა გადაიბარა. ახალგაზრდა კალათბურთელმა 17 ქულა (5/9 სამქულიანი), 2 მოხსნა, 3 ასისტი და 2 ჩაჭრა დააგროვა.

სტუმართა რიგებიდან გამოსარჩევია ჯეისონ ტეიტუმის მატჩი, "კელტების" ახალგაზრ
და ლიდერმა თავი 28 ქულით, 6 მოხსნითა და 3 ასისტით გამოიჩინა.

თუმცა მისი კარგი მატჩი საკუთარი გუნდისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, სუპერფინალური სერიის შემდეგი ორი მატჩი 9 და 11 ივნისს, მასაჩუსეტსში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული